Facebook პიქსელი: გაყიდვების გაზრდა რემარკეტინგის დახმარებით

Facebook პიქსელი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ეფექტური საშუალებაა გაყიდვებისა თუ მომხმარებლების გასაზრდელად. Facebook პიქსელი გვაძლევს საშუალებას დავინახოთ, თუ რამდენად წარმატებულია ჩვენი სარეკლამო კამპანია და გვეხმარება ახალი, რელევანტური მომხმარებლების აღმოჩენაში. 

თუკი Facebook სარეკლამო სტრატეგიის ოპტიმიზაცია და გაუმჯობესება თქვენი მიზანია, მაშინ გირჩევთ გაეცნოთ Facebook Pixel-ს, მის შესაძლებლობებს და გამოყენების საშუალებებს.

ასევე ნახეთ: რატომ გვჭირდება ციფრული მარკეტინგული სტრატეგია

დავიწყოთ თავიდან, რა არის Facebook Pixel?

რა არის Facebook პიქსელი?

Facebook Pixel არის ანალიტიკის ერთგვარი ხელსაწყო, რომელიც ზომავს Facebook რეკლამების ეფექტურობას. პიქსელის კოდის ვებ-საიტზე ჩაშენების შედეგად, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ მომხმარებლების ქცევა ვებ-საიტზე ვიზიტის დროს და თვალი ვადევნოთ მათ ინტერესებს. 

როდესაც პოტენციური მომხმარებელი ინტერაქციაში შემოვა თქვენს რეკლამასთან, დააჭერს მას და გადავა საიტზე, შეიძენს პროდუქტს ან შეინახავს მას კალათში, Facebook პიქსელი მოამზადებს რეპორტს ამ ყველა ქცევის გათვალისწინებით და შეინახავს მას Facebook-ის რეკლამის მენეჯერში (Ads Manager).

პიქსელი საუკეთესო საშუალებაა ციფრული მარკეტინგული სტრატეგიის გასაუმჯობესებლად, რადგან ის ზომავს არა მხოლოდ CTR-ს (Click Through Rate), არამედ რეკლამის კონვერსიის რიცხვსაც. ის გვეხმარება რეკლამის ანალიზისთვის საჭირო ინფორმაციისა და მომხმარებლის ქცევის გაგებაში, რეკლამის ნახვიდან – ყიდვამდე.

გარდა ამისა, პიქსელის საშუალებით შეგვიძლია ვნახოთ ინფორმაცია ვებ-საიტის ვიზიტორებსა და მომხმარებლების შესახებ, რაც თავისთავად დაგვეხმარება ახალი, მეტად თარგეთირებული აუდიტორიის შექმნაში.

ოპტიმიზაცია

Facebook Pixel-ი გვაძლევს საშუალებას რეკლამის მიზნად კონვერსიების რიცხვი (გაყიდვების, შესყიდვის რაოდენობა) ავირჩიოთ. მას შემდეგ, რაც ის შეაგროვებს ლიდებს და მომხმარებლების ინფორმაციას, Facebook-ი თქვენს რეკლამას მხოლოდ იმ მომხმარებლებს აჩვენებს, რომლებსაც ახასიათებთ ონლაინ შოპინგი და უფრო მეტად სავარაუდოა, რომ შეიძენენ პროდუქტს თქვენი საიტიდან. 

რემარკეტინგი

რემარკეტინგი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და მარკეტერების მიერ აღიარებული საშუალებაა მომხმარებლების რიცხვის გასაზრდელად. რემარკეტინგის საშუალებით, ჩვენ შეგვიძლია Facebook რეკლამით კვლავ მივწვდეთ იმ მომხმარებლებს, რომლებმაც უკვე გამოხატეს ინტერესი ჩვენი პროდუქტის მიმართ, ეწვივნენ ვებ-საიტს რეკლამის ნახვისას, შეინახეს პროდუქტი კალათში და ა.შ. 

ამ ტაქტიკით, შევძლებთ შევახსენოთ პოტენციურ მომხმარებლებს გამოხატული ინტერესის შესახებ და ვუბიძგოთ მათ პროდუქტის შესყიდვისკენ.

მსგავსი აუდიტორიების შექმნა

იმ მომენტიდან, როდესაც ჩვენი პიქსელი დააფიქსირებს 100 კონვერსიას (გაყიდვას) საიტზე, გვექნება შესაძლებლობა შევქმნათ ამ მომხმარებლების მსგავსი აუდიტორია (Lookalike Audience)

მსგავსი აუდიტორიის შექმნის და მათზე რეკლამის გაშვების შედეგად კი, შევძლებთ მოვიზიდოთ ახალი, პოტენციური მომხმარებლები, რომელთა ინტერესებიც მკვეთრად ემთხვევა ჩვენი, არსებული მომხმარებლების ინტერესებს.

რა ქცევებს აკვირდება და აგროვებს Facebook პიქსელი?

როდესაც მომხმარებლები რეკლამის ნახვის შემდეგ ინტერაქციაში შემოდიან ვებ-საიტთან, Facebook Pixel-ი ინახავს ამ ქცევებს ე.წ Event-ის სახით. Facebook-ი ხედავს და აკვირდება 9 სახის ქცევას:

  • View Content, კონტენტის ხილვა – გვიჩვენებს გვერდების ნახვის საერთო რაოდენობას (სტატიის გვერდი, პროდუქტის გვერდი, მთავარი გვერდი და ა.შ)
  • Search, ძიება – გვიჩვენებს ძიების რაოდენობას (პროდუქტის ძიების)
  • Add to cart, კალათში დამატება – ითვლის, თუ რამდენმა ადამიანმა დაამატა პროდუქტი კალათში
  • Add to wishlist, სურვილებში, რჩეულ პროდუქტებში დამატება – ითვლის რამდენმა მომხმარებელმა დაამატა პროდუქტი რჩეული ნივთების კატეგორიაში
  • Initiate Checkout, შესყიდვის გვერდზე გადასვლა – ითვლის, თუ რამდენი ადამიანი გადავიდა “კალათში დამატების” კატეგორიიდან “ყიდვის” გვერდზე
  • Add Payment Info, გადახდის მეთოდის დამატება – ითვლის რამდენმა ადამიანმა განაგრძო პროცესი და დაამატა ბარათი/გადახდის მეთოდი
  • Make Purchase, შესყიდვის განხორციელება – გვიჩვენებს, რამდენმა ადამიანმა შეიძინა პროდუქტი
  • Lead, ლიდი – გვიჩვენებს, რამდენმა მომხმარებელს გაგვიზიარა პირადი მონაცემები (საკონტაქტო ინფორმაცია, მეილი, სახელი, ა.შ). ეს ხდება რეგისტრაციის, ან შეკვეთის გაფორმების დროს.
  • Complete registration, რეგისტრაცია – გვიჩვენებს რამდენი ადამიანი დარეგისტრირდა საიტზე

ახლა უკვე იცით, რომ Facebook Pixel ვებ-საიტზე გაყიდვების გაზრდის საუკეთესო საშუალებაა. გამოიყენეთ ეს ხელსაწყო მომხმარებლების უკეთ გასაცნობად, მათი ქცევების გასაანალიზებლად, მათ შესანარჩუნებლად და ახალი, რელევანტური და მეტად თარგეთირებული აუდიტორიის აღმოსაჩენად. 


Linkedin


Instagram

შემოგვიერთდი

დაჯავშნე ადგილი კურსზე

ციფრული მარკეტინგის კურსი

ციფრული მარკეტინგის კურსი

სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

სოციალური მედია მარკეტინგის კურსი


დეტალური ინფორმაცია
ყველა კურსის ნახვა

(Visited 339 times, 1 visits today)

Leave A Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *