იქნება ეს ბრენდის რეკლამა, ვიდეო, სიახლეების გაზიარება ან თუნდაც სთორი, ვიზუალური კონტენტი სოციალური მედიის განუყოფელი ნაწილია. სოციალურ მედიაში ბრენდის ვიზუალურად წარმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია.
ბრენდის ვიზუალური მხარე არის პირველი, რასაც ხედავს თქვენი აუდიტორია და პოტენციური მომხმარებელი. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ყოველთვის ვიცოდეთ კონტენტის ზუსტი ზომები. ეს მარტივი ხრიკი მოგვცემს შესაძლებლობას გავხადოთ ჩვენი ვიზუალური მასალა მეტად ესთეტიკური.
დღეს შეგიდგინეთ სხვადასხვა სოციალური ქსელის ფოტო ზომების სრული ჩამონათვალი. პირველ რიგში, დავიწყოთ Facebook-ით.
Facebook-ის ფოტო მასალები
პროფილის ფოტო: 180 x 180
- პროფილის ფოტო უნდა იყოს მინიმუმ 180 x 180 პიქსელი
- დესკტოპზე ჩანს მხოლოდ 170 x 170 პიქსელი, ხოლო მობილურზე 128 x 128
- როგორც ავატარი, პროფილის ფოტო გამოჩნდება 32 x 32 პიქსელში
ბიზნეს გვერდის პროფილის ფოტო: 180 x 180
- პროფილის ფოტო უნდა იყოს მინიმუმ 180 x 180 პიქსელი
- დესკტოპზე ჩანს მხოლოდ 170 x 170 პიქსელი, ხოლო მობილურზე 128 x 128
- როგორც ავატარი, პროფილის ფოტო გამოჩნდება 32 x 32 პიქსელში
- ბიზნეს გვერდის პროფილის ფოტო მოიჭრება კვადრატში
Cover ფოტო: 820 x 312
- ფოტო გვერდზე გამოჩნდება 820 x 312 პიქსელში. ამაზე ნაკლები რეზოლუციის ფოტო გაიწელება და მოერგება ზემოთ აღნიშნულ ზომას.
- ქავერის ფოტოს მინიმალური ზომაა 400 x 150 პიქსელი
- დესკტოპზე ჩანს 820 x 312 პიქსელი, ხოლო მობილურზე 640 x 360
- საუკეთესი ხარისხისთვის, ატვირთეთ ფოტო sRGB JPG ფორმატში, ზომა – 100 KB – ზე ნაკლები
- ლოგო ან ტექსტობრივი ფოტო უნდა იყოს PNG ფორმატში
- ბიზნეს გვერდის ზომები იგივეა, რაც პირადი გვერდების
გაზიარებული ლინკი: 1200 x 628
თუკი პირადი ბლოგი ან/და ვებსაიტი გაქვთ, იმისათვის, რომ ზუსტად გამოჩნდეს ყველაფერი, რაც ფოტოზე გაქვთ წარმოდგენილი, შეარჩიეთ 1200 x 628 ზომის ფოტო.
- რეკომენდებული ზომა 1200 x 628
- ოთხკუთხედი ფოტო: მინიმუმ 154 x 154
- მართკუთხედი ფოტო: მინიმუმ 470 x 246
ივენთის ფოტო: 1920 x 1005
- რეკომენდებული ზომა: 1920 x 1005
- Facebook-ი ამ ზომას შეამცირებს მინიმუმამდე – 470 x 174
- ფოტო გამოჩნდება 470 x 174 ზომაში
Instagram-ის ფოტო მასალები
პროფილის ფოტო: 110 x 110
- ფოტო გამოჩნდება 110 x 110 პიქსელში
- ოთხკუთხედი ფოტოს შემთხვევაში, დარწმუნდით რომ ინარჩუნებთ ასპექტის თანაფარდობას (1:1)
ფოტოები გრიდზე: 161 x 161
- ინსტაგრამზე ატვირთული პოსტები გრიდზე გამოჩნდება 161 x 161 პიქსელში
ფოტოს ზომა: 1080 x 1080
- ინსტაგრამის პოსტის რეკომენდებული ზომაა 1080 x 1080 (კვადრატი)
- ინსტაგრამი ამ ზომას შეამცირებს 612 x 612 პიქსელამდე
- ფიდზე გამოჩნდება 510 x 510 პიქსელში
- მართკუთხედი (პორტრეტი) ფოტოების ზომა: 1080 x 1350
Instagram სთორი: 1080 x 1920
- რეკომენდებული რეზოლუციაა 1080 x 1920
- მინიმალური ზომა 600 x 1067
- ასპექტის თანაფარდობა: 9:16
Youtube ფოტო მასალები
პროფილის ფოტო: 800 x 800
- ფოტოს ფორმატი: JPG, GIF, BMP ან PNG
Cover ფოტო: 2048 x 1152
- რეკომენდებული ზომაა 2048 x 1152 პიქსელი
- იმისათვის, რომ არ მოიჭრას ტექსტი ან ლოგო, გაითვალისწინეთ ზომა: 1546 x 423
- ფოტოს მაქსიმალური ზომა: 4MB
- ფოტოს ფორმატი: JPG, GIF, BMP ან PNG
ვიდეოს ქავერის ზომა: 1280 x 720 (მინიმუმ HD)
- ვიდეოებმა უნდა შეინარჩუნონ ასპექტის თანაფარდობა 16:9