გასულ კვირას ვისაუბრეთ TikTok-ის საძიებო სისტემის უდიდეს პოტენციალზე. TikTok-ი დღეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სოციალური ქსელია, რომელმაც სოც. მედიის სფეროში უამრავი ახალი დეტალი და ტრენდი შემოიტანა. დღეს, ყველა გიგანტი სოციალური ქსელი ცდილობს მიბაძოს TikTok-ს და მაქსიმალურად დაემსგავსოს მას, რადგან მის გამოჩენამდე, ინტერნეტსივრცეს ასეთი აქტიურობა არ უნახავს.
სოციალურმა ქსელმა საძიებო სისტემის გასაუმჯობესებლად ახალი ფუნქციაც დაამატა – კომენტარების თავზე გვიწერს ვიდეოს თემატიკის ჰეშთეგს, რათა გადავიდეთ შესაბამის გვერდზე და ვიხილოთ მეტი მსგავსი ვიდეო.
აღსანიშნავია, რომ უკვე ბევრი მომხმარებელი იყენებს TikTok-ს როგორც საძიებო სისტემას. ამ მომხმარებლების 70%-ს, რა თქმა უნდა, Gen Z-ი (ახალი თაობა) წარმოადგენს.
როგორ მუშაობს TikTok-ის ალგორითმი?
თუკი TikTok-ის ხშირი მომხმარებელი ხართ, გეცოდინებათ, რომ პლატფორმაზე სამი ფიდი არსებობს: For You გვერდი, Following და Friends.
For You გვერდზე TikTok-ი ჩვენს ინტერესებზე მორგებულ კონტენტს გვაჩვენებს. ამ ინტერესებს სოციალური ქსელი დროთა განმავლობაში, ჩვენს ქცევებზე დაკვირვებით აგროვებს. ეს ქცევებია: მოწონებული ვიდეოები, ვიდეოს ნახვის ხანგრძლივობა, სხვა ინტერაქციულობა ვიდეოსთან (მაგ: მოწონება, კომენტარი, გაზიარება).
Following-ში კი, შეგვიძლია დავათვალიეროთ ჩვენს მიერ გამოწერილი კონტენტ კრეატორების ახალი ვიდეოები.
ხოლო Friends-ის გვერდზე ვიხილავთ “მეგობრების” კონტენტს. აღსანიშნავია, რომ ამ მეგობრებს შეიძლება არც ვიცნობდეთ. Friends-ის განყოფილებაში არიან ადამიანები, რომლებსაც ან სოციალურ ქსელში (Facebook, Instagram) ვაფოლოვებთ, ან მათი გვიწერია საკონტაქტო ნომერი.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებლების უმეტესობა დროს მხოლოდ For You გვერდზე ატარებს. სწორედ ამიტომ, ამ გვერდზეც ხშირად გვხვდება ჩვენს მიერ გამოწერილი კონტენტ კრეატორების ვიდეოები.
მართალია, TikTok-ზე გამომწერების რაოდენობა მნიშვნელოვანია, თუმცა არც ეს რაოდენობა და არც ადრე დადებული ვიდეოების პოპულარობა არ არის გარანტი იმისა, რომ ვიდეო ბევრ ნახვას დააგროვებს.
TikTok-ი არ ჩაგრავს ახალბედა კრეატორებს და ყველა ვიდეოს თანაბრად ანაწილებს For You გვერდზე – ჰეშტეგებზე, ტრენდულ მუსიკაზე, ფილტრებსა ან მონტაჟზე დაყრდნობით.
როგორ დავაგროვოთ ნახვები და გამოვჩნდეთ For You Page-ზე:
- შეუერთდით ტრენდებს
გამოიყენეთ ტრენდები (მუსიკა, მიმები, ჩელენჯები, ჰეშთეგები) ვიდეოს ნახვების დასაგროვებლად.
ტრენდები TikTok-ის ვალუტაა. ერთმა პოპულარულმა კონტენტმა შესაძლოა მილიონობით ვიდეოს შექმნა გამოიწვიოს. TikTok-ის ალგორითმი კი, ეხმარება ტრენდების შემქმნელ კონტენტ კრეატორებს მეტი ნახვების დაგროვებაში, რადგან იცის, რომ ხალხს ეს მოსწონს.
- გამოიყენეთ სწორი ჰეშთეგები
TikTok-ზე პოპულარული ჰეშთეგების გამოყენება ნახვების გაზრდას გამოიწვევს. თუმცა გახსოვდეთ, რომ ჰეშთეგები ყოველთვის კონტენტის შესაბამისი უნდა შეარჩიოთ.
- ცნობადობის პრინციპი
საბედნიეროდ, TikTok-ი ერთადერთი პლატფორმაა, რომელიც არ ზღუდავს კონტენტის შემქმნელების ქოფირაითის გამო. თუ თქვენი სტრატეგია კონტენტის შექმნას ეყრდნობა, ვიდეოში გამოიყენეთ პოპულარული სახეები: ინფლუენსერები, მსახიობები, კონტენტ კრეატორები.
ნაცნობი სახის დანახვა მაყურებელში ინტერესს გამოიწვევს. შედეგად, მეტად სავარაუდოა რომ ის ვიდეოს ბოლომდე უყურებს და მოიწონებს მას. ეს დადებითი ინტერაქცია კი, TikTok-ს ვიდეოს მეტი მომხმარებლისთვის გაზიარებისკენ უბიძგებს.
- 3-5 წამის პრინციპი
იმისათვის, რომ მაყურებელი დააინტერესოთ, დრო გაქვთ 3-დან 5 წამამდე. სწორედ ამიტომ, პირველი კომუნიკაცია კარგად უნდა შეარჩიოთ. მოიფიქრეთ ისეთი ტექსტი ან ვიზუალი, რომელიც მომხმარებელს მაშინვე დააინტერსებს და უბიძგებს ვიდეოს ბოლომდე ნახვისკენ.
რა არის ტრენდული TikTok-ზე?
იმისათვის, რომ გავიგოთ რა არის ტრენდული, პირველ რიგში მნიშვნელოვანია თავად ვიყენებდეთ TikTok-ს. მოძებნეთ თქვენი ნიშის შესაბამისი ვიდეოები, დაალაქიეთ ან გააზიარეთ ეს კონტენტი. შედეგად, For You ფეიჯი თქვენთვის საინტერესო ვიდეოებით გაივსება და მრავალი ტრენდის აღმოჩენასაც შეძლებთ.
ტრენდული მუსიკა/აუდიო
TikTok-ერების 88% აცხადებს, რომ აუდიო ნახვების მოსაგროვებლად აუცილებელი პირობაა. სწორედ ამიტომ, უნდა ვიცოდეთ როგორ მოვარგოთ აუდიო ჩვენს ვიდეოს და სად ვიპოვოთ ტრენდული მუსიკა, რომელიც ნახვების დაგროვებაში დაგვეხმარება.
არსებობს ვებსაიტი, რომელიც TikTok-ის ტრენდულ მუსიკებს აგროვებს და ყოველკვირეულად ანახლებს სიას. იმისათვის, რომ ნაკლები დრო დავხარჯოთ მუსიკის მოძებნასა და შერჩევაში, TokBoard საუკეთესო გამოსავალია.
- TikTok Creator Center
ისევე როგორც Facebook-ს, TikTok-საც აქვს კრეატორებისთვის განკუთვნილი ცენტრი. აქ TikTok-ი აუდიოს ორ ვარიანტს გვაჩვენებს: ყველა დროის ყველაზე პოპულარულს და Breakout – ამ მომენტში ტრენდულ აუდიოს.

3. Sounds
რა თქმა უნდა, ვიდეოს შექმინსასაც შეგიძლიათ შეარჩიოთ და მოძებნოთ ვიდეო. როდესაც ვიდეოს აწყობას დაასრულებთ, დააკლიკეთ აუდიოს, შემდეგ ლუპის სიმბოლოს და გადახვალთ უშუალოთ აუდიოს განყოფილებაში. აქ შეგიძლიათ იხილოთ TikTok-ის მიერ შედგენილი ფლეილისტები: მსოფლიოში პოპულარული, ჰიპ-ჰოპი, კლასიკური, ფონური მუსიკა, ელექტრონული და სხვა.
ტრენდული ჰეშთეგები
TikTok Creator Center ასევე გვაძლევს საშუალებას მოვნახოთ ტრენდული ჰეშთეგები და გავფილტროთ ისინი ინდუსტრიების მიხედვით. მაგალითისთვის, აქ შეგვიძლია ვიხილოთ ტოპ ტრენდული ჰეშთეგები მოდის მიმართულებით.

ტრენდული ჩელენჯები
იმისათვის, რომ მარტივად მოძებნოთ ამ მომენტში ტრენდული ჩელენჯები, ჩაწერეთ ჰეშთეგი: #TikTokChallenge ან #Challenge. ან თვალი ადევნეთ კონტენტ კრეატორების ვიდეოებს.