თუკი თქვენც აქტიურად მოიხმართ სოციალურ ქსელებს თქვენი ბიზნესის გასაზრდელად, ან/და ამ ინდუსტრიაში მუშაობთ, ალბათ ხშირად გაგჩენიათ კითხვა: როდის დავპოსტოთ Facebook-ზე მაქსიმალური შედეგისთვის? სამწუხაროდ, ამ კითხვაზე მარტივი პასუხი არ არსებობს.
მიუხედავად ამისა, დღეს შევეცდებით შევაჯამოთ რამდენიმე კვლევა და Facebook-ის რეკომენდაციები, რათა აღმოვაჩინოთ ჩვენთვის ყველაზე ოპტიმალური დაპოსტვის დრო და სიხშირე.
პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ:
- თქვენი აუდიტორიის ლოკაცია
- თქვენი აუდიტორიის პროფილი (ასაკი, ინტერესები, პროფესია, ა.შ)
- რა სახის კონტენტს ქმნით (ფოტო, ვიდეო, ლაივი, სთორი)
2022 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, CoSchedule რამდენიმე საიდუმლოს გვიზიარებს:
CoSchedule-ს აზრით, Facebook-ზე დაპოსტვის საუკეთესო დრო 19:00 და 15:15-ია.
რაც შეეხება კვირის დღეებს, ისინი განსაკუთრებით გამოყოფენ პარასკევს, ოთხშაბათსა და ორშაბათს (ამ თანმიმდევრობით).
ხოლო სოციალური მედიისთვის ყველაზე ცუდ კვირის დღეებს კი, შაბათს, კვირასა და ხუთშაბათს უწოდებენ.
რაც შეეხება Instagram-ს, ამ სოციალურ ქსელში აქტიურობის საუკეთესო საათებია: 9:00 და 20:00.
საუკეთესო დღეები კი, ოთხშაბათი, პარასკევი და სამშაბათი, ამ თანმიმდევრობით.
შევაჯამოთ: როდის დავპოსტოთ სოციალურ ქსელებში მაქსიმალური შედეგისთვის?
Facebook: 19:00 და 15:15. დღეები: პარასკევი, ოთხშაბათი, ორშაბათი.
Instagram: 9:00, 20:00. დღეები: ოთხშაბათი, პარასკევი, სამშაბათი.
Linkedin: 12:00, 10:00, 1:00. დღეები: სამშაბათი, ხუთშაბათი, ოთხშაბათი.
შესაძლოა ამ კვლევამ დაგვაბნიოს, თუმცა საშიში არაფერია. კარგია, თუ გავითვალისწინებთ კვლევებისა და პროფესიონალების აზრს, თუმცა ჩვენი აუდიტორია არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს.
შეიხედეთ Facebook-ის ინსაითებში (Insights) და ნახეთ, თუ რა საათებში აქტიურობენ თქვენი მომხმარებლები სოციალურ ქსელებში.

ამისათვის, ეწვიეთ თქვენს გვერდს. მარცხენა პანელში, აირჩიეთ Insights, შემდეგ Posts და დაინახავთ კატეგორიას: When Your Fans Are Online.
ამ ინფორმაციების შეჯამებით კი, შეგიძლიათ აღმოაჩინოთ თქვენთვის საუკეთესო დრო და გაზარდოთ პოსტის ორგანული რიჩი მარტივად.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენად ხშირად უნდა დავპოსტოთ სოციალურ ქსელებში, პასუხი არც თუ ისე მარტივია – გააჩნია.
რა სიხშირით უნდა დავპოსტოთ Facebook-სა და Instagram-ზე?
მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ Facebook-სა და Instagram-ს ძალიან უყვარს რუტინა და დაპოსტვის სიხშირე. უფრო მარტივად რომ აღიქვათ, სოციალურ ქსელებს მოსწონთ, როდესაც ყოველთვის ერთი და იმავე სიხშირით ვდებთ პოსტებს.
აუცილებლად შეარჩიეთ თქვენზე მორგებული რუტინა, არ ჩააგდოთ კვირები და თვეები. სჯობს, კვირაში 1-ხელ მაინც დადოთ 1 პოსტი, ვიდრე ორ კვირაში ერთხელ ბევრი პოსტი.
ისეთი დიდი ვებ-საიტები და ონლაინ ჟურნალები, როგორებიც Telegraph, The New York Times და სხვები არიან, ყოველდღიურად ძალიან დიდი რაოდენობით მასალებს პოსტავენ.
სხვა ბრენდებისთვის კი, ეს ნაკლებად რეალისტურია. პირიქით, სულაც არ არის რეკომენდებული დღეში 20-ჯერ დაპოსტვა.
მეტიც, რაც უფრო მეტს ვპოსტავთ დღეში, მით უფრო მცირდება ინგეიჯმენთი ჩვენს პოსტებზე.
დაპოსტვის სიხშირის ყველაზე აპრობირებული მეთოდი ასეთია: 1-დან 3 პოსტამდე დღეში, თუმცა აქაც, რა თქმა უნდა, გააჩნია ჩვენს აუდიტორიასა და კონტენტს.
თუკი თქვენი ინდუსტრია ამის საშუალებას გაძლევთ, პოსტების ასეთ გადანაწილებას გირჩევდით: კვირაში 3-4-ჯერ, რეკომენდებული საათების (და ჩვენი გამომწერების აქტიურობის საათებისა) და დღეების გათვალისწინებით.


