ინსტაგრამზე რილსის დაბუსტვა უკვე შესაძლებელია. ამ სიახლეს სოციალური მედია მენეჯერები დიდხანს ელოდნენ. 19 ივლისს შემოვიდა განახლება, რომლის დახმარებითაც ნელ-ნელა ყველა ბიზნეს თუ პერსონალურ პროფილს შეუძლია რილსის ვიდეოს დაბუსტვა. ეს მოგვცემს საშუალებას სწრაფად გავზარდოთ მაყურებლების რაოდენობა და ინგეიჯმენთი.
მთავარი პირობა იმისათვის, რომ დავბუსტოთ რილსი: კონტენტი უნდა იყოს 100%-ით ორიგინალი, საკუთარი რესურსებით შექმნილი. გაითვალისწინეთ, რომ რილსი არ გავა რეკლამაზე თუ მასში გამოყენებულია სხვისი მუსიკა, GIF-ები, სტიკერები, კამერის ფილტრები და ა.შ.
ასევე, ვიდეო არ უნდა აღემატებოდეს 60 წამს და უნდა იყოს წარმოდგენილი 9:16 (ვერტიკალურ) ფორმატში.
რილსის დასაბუსტად, ატვირთეთ სასურველი ვიდეო ჩამოთვლილი წესების გათვალისწინებით, გახსენით ის და დააჭირეთ სამ წერტილს (…). შემდეგ აირჩიეთ Boost Reel და მიყევით ნაბიჯებს.
დაბუსტული რილსები შეგვხვდება ინსტაგრამის მთავარ ფიდზე, სთორებში, რილსების განყოფილებასა და Explore გვერდზე.
წყარო: Business.instagram.com