7 გზა: ტრაფიკის გაზრდა SEO-ს დახმარებით

ტრაფიკის გაზრდა ყველა ბიზნესისა თუ SEO სპეციალისტის მიზანია. თეთრი ქუდის SEO სპეციალისტები იყენებენ წესებით და რეკომენდაციებით დადგენილ ტაქტიკებს, არ ცდილობენ საძიებო სისტემების მოტყუებას SERP-ის რეიტინგის გასაუმჯობესებლად. გვესმოდეს, თუ რომელი ტაქტიკები არის საუკეთესო და SEO ეთიკური, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ვებ-საიტისთვის. 

დღეს წარმოგიდგენთ SEO-ს გაუმჯობესებისა და ტრაფიკის გაზრდის 7, ყველაზე ეფექტურ გზას.

 1. მობილური ვერსიის ოპტიმიზაცია

ვებ-საიტის მობილურ ვერსიაზე მორგება Google-სთვის ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი პირობაა. საძიებო სისტემებისა და ზოგადად ინტერნეტსივრცის მომხმარებლების უმეტესობა დღეს მობილურ ტელეფონს იყენებს. სწორედ ამიტომ, ვებ-საიტებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მობილურ ვერსიაზე მორგებული დიზაინის ქონა.

თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ თქვენი ვებ-საიტი ერგება მობილურ ვერსიას, შეამოწმეთ ის Google Search Console-ში, Mobile Usability Report-ის განყოფილებაში ან გადადით ბმულზე: Google Mobile Friendly 

თუკი არსებობს რამე პრობლემა მობილურ ვერსიაზე, Google ამას შეგატყობინებთ და შეძლებთ მის გამართვას. 

2. Google-ს ბიზნეს პროფილი

Google-ს ბიზნეს პროფილი, წარსულში ცნობილი როგორც Google My Business, უფასო და ეფექტური საშუალებაა ბიზნესის ხილვადობის გაზრდის. ბიზნეს პროფილი ჩნდება Google-ს საძიებო გვერდზე, რუკაზე და ა.შ. თუ თქვენს ბიზნესს აქვს ფიზიკური მისამართი ან საკონტაქტო ინფორმაცია, შეგიძლიათ შექმნათ ბიზნეს პროფილი ახალი მომხმარებლების მოსაზიდად.

Google-ს ბიზნეს პროფილის 5 დადებითი მხარე:

  1. რეკლამის უფასო საშუალება
  2. SEO-ზე სწრაფია
  3. Google Maps აჩვენებს ყველაზე ახლოს მდებარე ბიზნესებს
  4. გამართული პროფილი ქმნის პირველ, კარგ შთაბეჭდილებას
  5. გაქვთ შესაძლებლობა ეკონტაქტოთ მომხმარებლებს Google-ს პლატფორმაზე

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის ინფორმაცია, რომელსაც Google-ს ბიზნეს პროფილში მივუთითებთ, იყოს ზუსტი და შეესაბამებოდეს სიმართლეს. 

3. ფოკუსირდით UX-ზე

User Experience, იგივე UX პირდაპირი მნიშვნელობით მომხმარებლის გამოცდილებას ნიშნავს. Google ყოველთვის ურჩევდა და ურჩევს ვებ დეველოპერებს საიტი მაქსიმალურად UX ოპტიმიზირებული გახადონ, რათა საიტზე ვიზიტის დროს, მომხმარებლებს კარგი გამოცდილება ჰქონდეთ. 

რაც უფრო “ჭკვიანდება” ალგორითმი, ის ვებსაიტები, რომლებსაც მომხმარებლებზე მორგებული დიზაინი აქვთ, წარმატებით პოზიციონირებს საძიებო სისტემებში. 

UX დიზაინის მიზანია მოახდინოს დადებითი შთაბეჭდილება მომხმარებელზე, გაუადვილოს მას ინფორმაციის მოძიება თუ პროდუქტის შეძენა. 

4. მოიძიეთ საკვანძო სიტყვები

ორგანული გზით ხილვადობის მოზიდვა გულისხმობს, რომ თქვენი ვებსაიტი ჩნდება მაშინ, როდესაც მომხმარებლები თქვენს პროდუქტს ან/და სერვისს ეძებენ. პოტენციურ მომხმარებელს შეუძლია გიპოვოთ თავისი მოთხოვნილებების შედეგად. ამ მოთხოვნილებებს კი, Google და სხვა საძიებო სისტემები, Key Word-ების, იგივე საკვანძო სიტყვების საშუალებით ადგენენ. 

საკვანძო სიტყვები SEO-ს ოპტიმიზაციისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. მოიძიეთ თქვენი კონტენტისთვის საინტერესო საკვანძო სიტყვები Ahrefs ან Semrush-ის დახმარებით. ამით თქვენ შეძლებთ კონკურენცია გაუწიოთ აქამდე უცნობ კონკურენტებს და აიმაღლოთ რანკი საძიებო სისტემების შედეგებში.

გასათვალისწინებელია, რომ Google-ს არ მოსწონს, როდესაც ბევრ საკვანძო სიტყვას უშინაარსოდ ვიყენებთ. ასეთ შემთხვევაში, მან შესაძლოა უბრალოდ სათაურის შეცვლა გადაწყვიტოს.

ასევე, Moz-ის კვლევის თანახმად, სათაურები, რომლების საკვანძო სიტყვით იწყება, მეტი პოპულარობით სარგებლობს. გარდა ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ მომხმარებელი სათაურის მხოლოდ პირველ ორ სიტყვას კითხულობს. სწორედ ამიტომ, პირველი შთაბეჭდილების მოხდენა ძალიან მნიშვნელოვანია.

5. კონტენტ მარკეტინგული სტრატეგია

Content Marketing Institute-ს კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ დღეს აუდიტორიის ყურადღების დამსახურება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე იყო რამდენიმე წლის წინ.

რადგან კონტენტი Google-ს რანკინგის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფაქტორია, მნიშვნელოვანია ეს პირობა კარგად შევასრულოთ. ორიგინალური, მაღალი ხარისხის კონტენტი ყოველთვის გაზრდის თქვენს რეიტინგს, როდესაც საქმე საძიებო სისტემების ოპტიმიზაციას ეხება.

Google-ს სურს თავის მომხმარებლებს უნიკალური, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, თუკი თქვენ მომხმარებლებს უნიკალურ, ორიგინალურ კონტენტს სთავაზობთ, Google დაგეხმარებათ მოიზიდოთ პოტენციური მომხმარებლები და შეეცდება მეტ ადამიანს აჩვენოს თქვენი კონტენტი.

და მაინც, როგორია “კარგი კონტენტი”? – არსებობს მარტივი ფორმულა, რომელიც შედეგად ინოვაციურ კონტენტს გვაძლევს. ფორმულა ასე გამოიყურება:

სასარგებლო/გამოსადეგი + სასიამოვნო + შთამაგონებელი = ინოვაციური კონტენტი

კარგი კონტენტი შეიძლება იყოს წარმოდგენილი სხვადასხვა ფორმაში. იმისათვის, რომ ყველა შანსი გამოვიყენოთ, მარკეტინგული სტრატეგია ამ ფორმების კომბინაციით უნდა შევადგინოთ:

  1. ბლოგები
  2. ფოტოები
  3. ვიდეოები
  4. პრეზენტაციები და სხვა

6. On-Page ოპტიმიზაცია

იცოდით, რომ Google-მ საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის საკუთარი გიდი გამოსცა? გიდი გვასწავლის on-page ოპტიმიზაციის მთავარი ფაქტორების ოპტიმიზაციას, რომლებიცაა: 

  1. Page Titles – გვერდის სათაური
  2. Headers – მთავარი სათაურები
  3. Meta Descriptions – მეტა აღწერები
  4. Image Alt-text – ფოტოების ალტ სათაურები
  5. Structured Markup – სტრუქტურირებული მარკირება
  6. Page URLs – გვერდების ბმულები
  7. Internal Linking – ბმულების ჩაშენება 

გთავაზობთ ბლოგებს, სადაც უკვე განვიხილეთ ზოგიერთი მათგანი:

რა არის Title Tag და რატომ არის ის მნიშვნელოვანი

7. გამავალი და შემომავალი ბმულების ჩაშენება

შემომავალი და გამავალი ბმულების რაოდენობა ვებ-საიტის შეფასების ერთ-ერთი გზაა. ისინი მნიშვნელოვანი ნდობის ნიშანია ისეთი საძიებო სისტემებისთვის, როგორიცაა Google. 

რას ნიშნავს შემომავალი და გამავალი ბმულები? 

მაგალითად, როდესაც ბლოგში ინფორმაციის წყაროდ იყენებთ რომელიმე გამომცემლობას და უთითებთ მათი ვებ-საიტის ბმულს, Google თვლის, რომ ის საიტი სანდოა, რადგან მათზე საუბრობენ. 

ზუსტად იგივე ხდება შემომავალი ბმულის შემთხვევაში. როდესაც თქვენზე საუბრობენ და უთითებენ ვებ-საიტის ლინკს, Google თვლის რომ თქვენ უნიკალური კონტენტი გაქვთ და ზრდის ნდობას, რაც საბოლოო ჯამში SEO-ს შედეგებს აუმჯობესებს.

ახლა უკვე იცით კარგი SEO სპეციალისტების 7 მთავარი ტაქტიკა სეოს გაუმჯობესებისა და გაყიდვების გაზრდისთვის. მიჰყევით ამ ნაბიჯებს და დაიწყეთ ვებ-საიტის ტრაფიკის გაზრდა.

(Visited 204 times, 1 visits today)

Leave A Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *