Local SEO მცირე ბიზნესებისთვის: 7 გზა ხილვადობის გასაზრდელად

ადგილობრივი SEO მეტად კომპლექსური, თუმცა ძალიან საინტერესოა. უკვე არაერთხელ ვისაუბრეთ SEO-ს მნიშვნელობასა და ტექნიკებზე, თუმცა, დამეთანხმებით, რომ ადგილობრივი SEO შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს მსოფლიოში აღიარებული ტექნიკებისგან. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი და აღმოვაჩინოთ ხილვადობის ზრდის უნიკალური გზები ადგილობრივი SEO-ს მცირე ბიზნესებისთვის.

ტექნიკური შეფერხებები, რომლებიც მოქმედებს ინდექსზე

ეს არის საბაზისო SEO. საძიებო სისტემებში ძიების შედეგად თქვენს ვებ-საიტს ვერ აღმოაჩენენ, თუ ის არ ინდექსირდება.

პირველ რიგში, შეისწავლეთ თუ როგორ აინდექსირებს საძიებო სისტემა თქვენს ვებსაიტს. ეს ფუნდამენტური ცოდნა დაგეხმარებათ აიცილოთ თავიდან ტექნიკური შეფერხებები და გადახვიდეთ SEO-ს გაუმჯობესების სხვა ეტაპებზე.

შესაძლოა იფიქროთ, რომ ტექნიკური SEO ზედმეტად რთულია. ამ შემთხვევაში, ის მაინც გეცოდინებათ თუ რაში გჭირდებათ დახმარება და რა უნდა სთხოვოთ SEO სპეციალისტს.

თუმცა, თუ თავს თავდაჯერებულად გრძნობთ და ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ გაუმკლავდეთ ამ პრობლემებს, გთავაზობთ სიღრმისეულ გზამკვლევებს ინგლისურ ენაზე:

  1. ინდექსირების პრობლემები Google Search Console-ში
  2. 14 მიზეზი თუ რატომ არ აინდექსირებს Google თქვენს ვებ-საიტს

უნიკალური კონტენტი

კონტენტი SEO-სთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. სწორედ ის ხდება მომავალში გაყიდვების ზრდისა და მომხმარებლების მოზიდვის საფუძველი.

ორიგინალური, მაღალი ხარისხის კონტენტი ყოველთვის გაზრდის თქვენს რეიტინგს, როდესაც საქმე საძიებო სისტემების ოპტიმიზაციას ეხება.Google-ს სურს თავის მომხმარებლებს უნიკალური, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, თუკი თქვენ მომხმარებლებს უნიკალურ, ორიგინალურ კონტენტს სთავაზობთ, Google დაგეხმარებათ მოიზიდოთ პოტენციური მომხმარებლები და შეეცდება მეტ ადამიანს აჩვენოს თქვენი კონტენტი.

გასათვალისწინებელია, რომ ზოგჯერ ბიზნესები არა მხოლოდ პირდაპირ კონკურენტებს ეჯიბრებიან საძიებო სისტემაში თავის დამკვიდრებაში, არამედ ყველა იმ ვებ-საიტს, რომელიც ჩვენთვის საინტერესო საკვანძო სიტყვას იყენებს. იქნება ეს მედია, ინფორმატიული საიტები, დიდი ბრენდები თუ სხვა. 

სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია შევადგინოთ კონტენტ სტრატეგია და შევქმნათ უნიკალური, ყველასგან გამორჩეული კონტენტი. 

ბმულების ჩაშენება SEO სტრატეგიაში

შემომავალი და გამავალი ბმულების რაოდენობა ვებ-საიტის შეფასების ერთ-ერთი გზაა. ისინი მნიშვნელოვანი ნდობის ნიშანია ისეთი საძიებო სისტემებისთვის, როგორიცაა Google. 

რას ნიშნავს შემომავალი და გამავალი ბმულები? 

მაგალითად, როდესაც ბლოგში ინფორმაციის წყაროდ იყენებთ რომელიმე გამომცემლობას და უთითებთ მათი ვებ-საიტის ბმულს, Google თვლის, რომ ის საიტი სანდოა, რადგან მათზე საუბრობენ. 

ზუსტად იგივე ხდება შემომავალი ბმულის შემთხვევაში. როდესაც თქვენზე საუბრობენ და უთითებენ ვებ-საიტის ლინკს, Google თვლის რომ თქვენ უნიკალური კონტენტი გაქვთ და ზრდის ნდობას, რაც საბოლოო ჯამში SEO-ს შედეგებს აუმჯობესებს.

შექმენით Google ბიზნეს პროფილი

არცერთი ადგილობრივი საძიებო სტრატეგია არ არის სრულყოფილი კარგად ოპტიმიზებული Google ბიზნეს პროფილის (GBP) გარეშე. ადრე ცნობილი როგორც Google My Business, Google-ს ბიზნეს პროფილები ბოლო წლებში უფრო ინტერაქტიული გახდა.

დღეს, GBP-ები არა მხოლოდ გვაწვდიან ისეთ ძირითად ინფორმაციას ბიზნესზე, როგორიცაა მდებარეობა, საკონტაქტო ნომერი, სამუშაო საათები და ა.შ,  არამედ გვაძლევს საშუალებას:

  1. ვნახოთ ე.წ რევიუები, სხვა ადამიანების გამოცდილება ჩვენთან სტუმრობისას, მათ მიერ გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალა. 
  2. ვაჩვენოთ მომხმარებელს შეთავაზებები, აქციები, ფასდაკლებები ან ღონისძიებები.
  3. მოვახდინოთ მომხმარებელთან კომუნიკაცია შეტყობინებების, კითხვა-პასუხის და რევიუების საშუალებით
  4. გავაზიაროთ ინფორმაცია გადახდის მეთოდების შესახებ და სხვა.

დარწმუნდით, რომ ინფორმაციები ზუსტია

გადაამოწმეთ თქვენი ბიზნესის საკონტაქტო ნომერი, მისამართი, სამუშაო საათები და სხვა ინფორმაცია ინტერნეტ სივრცეში. მომხმარებლები ძალიან ხშირად იყენებენ Google Map-ს და სხვა რუკებს მგზავრობისას. დარწმუნდით, რომ რუკაზე თქვენი ადგილმდებარეობა ნამდვილად შეესაბამება ნამდვილ მდებარეობას. 

თვალი ადევნეთ რევიუებს

2021 წლის გამოკითხვის შედეგად, აღმოჩნდა რომ ტურისტების 77% ყოველთვის კითხულობენ რევიუებს ადგილობრივი ბიზნესების ძიებისას. Google-ს ადგილობრივი რეიტინგები ყველასთვის თვალსაჩინოა, ამიტომ ახალი მომხმარებლების მოსაზიდად მნიშვნელოვანია ყოველთვის თვალი ვადევნოთ კომენტარებს.

Google პირდაპირ გვეუბნება, რომ არსებობს სამი ძირითადი რანგის ფაქტორი ადგილობრივი ბიზნესებისთვის: შესაბამისობა, მანძილი და გამორჩეულობა – რაც ნიშნავს იმას, რომ კაფეების მოძებნისას მომხმარებელს შეხვდება მასთან ყველაზე ახლო მდებარე კაფე, რომელსაც კარგი შედეგები და კომენტარები აქვს.

გამოიყენეთ სქემა ვებ-საიტზე

მიუხედავად იმისა, რომ სქემა უშუალოდ არ არის რეიტინგის ფაქტორი, ის წარმოადგენს სტრუქტურირებული მონაცემების ტიპს, რომელიც უადვილებს საძიებო სისტემებს თქვენი გვერდის შინაარსის გაგებას. 

სქემის სწორად გამოყენება, შემდეგ თქვენი მარკირების ტესტირება და დადასტურება აუცილებელია, რადგან შეცდომებმა შეიძლება კარგი შედეგების მიღება შეაფერხონ.

(Visited 157 times, 1 visits today)

Leave A Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *