TikTok SEO – განვიხილოთ როგორია TikTok-ის საძიებო სისტემა და როგორ მოვახდინოთ მისი ოპტიმიზაცია.
გასულ კვირას ვისაუბრეთ TikTok-ის საძიებო სისტემის უდიდეს პოტენციალზე.
უკვე ბევრი მომხმარებელი იყენებს TikTok-ს როგორც საძიებო სისტემას. ამ მომხმარებლების 70%-ს, რა თქმა უნდა, Gen Z-ი (ახალი თაობა) წარმოადგენს.
TikTok კონტენტის ოპტიმიზაცია ალგორითმზე მორგებისგან ცალსახად განსხვავდება. ვიდეოს ნახვებისსა და მოწონების რაოდენობა არ არის TikTok-ის საძიებო სისტემაში დარანკვის ფაქტორი.
ბევრ მომხმარებელს აქვს მოლოდინი, რომ კონტენტის დაპოსტვისთანავე მოაგროვებენ ნახვებსა და მოწონებებს, თუმცა ყველაფერი ასეთი მარტივი არ არის. TikTok-ის ერთერთი ყველაზე დადებითი ფაქტორი სწორედ საკვანძო სიტყვებისა (keywords) და ჰეშთეგების გამოყენებაა.
ვნახოთ, როგორ გამოვიყენოთ TikTok SEO ჩვენთვის საინტერესო აუდიტორიის მოსაზიდად და ნახვების რაოდენობის გაზრდისთვის.
დაამატეთ საკვანძო სიტყვები ვიდეოს ტექსტში
კონტენტის შექმნისას, გაქვთ ვიდეოზე ტექსტის დართვის შესაძლებლობა. TikTok-ი კითხულობს ამ ტექსტს და იყენებს მას საკვანძო სიტყვებად. შედეგად, როდესაც მომხმარებელი მისთვის საინტერესო კონტენტს ეძებს, TikTok-ი საძიებო სისტემას საკვანძო სიტყვებისა და ჰეშთეგების დახმარებით აგენერირებს. იხილეთ მაგლითი:
თუ დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ საკვანძო სიტყვა “Digital Marketing” არ არის გამოყენებული ვიდეოს აღწერაში (Caption). ეს საკვანძო სიტყვა TikTok-ს ვიდეოს ტექსტიდან მოაქვს.

ასევე, ვიდეოს ნახვების შედარებით აღმოაჩენთ, რომ საძიებო სისტემებში ნახვებს და მოწონებების რაოდენობებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ვიდეო, რომელსაც 108 ათასი მოწონება აქვს, უფრო ქვემოთ გვხვდება, ვიდრე ვიდეო 14,7 ათასი ლაიქით.
ამ შემთხვევაში, TikTok-ის ალგორითმი აკვირდება მომხმარებლების ქცევებს საძიებო სისტემებში და ამის მიხედვით აგენერირებს ვიდეოს რანკს. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ პირველი ვიდეო, რომელიც შეგვხვდა, ყველაზე მეტად მოეწონათ ადამიანებს, რომლებმაც ძიების შედეგად იხილეს ის.
საკვანძო სიტყვები აღწერაში
გამოიყენეთ ვიდეოს აღწერები (Caption) კონტენტის არსის გადმოსატანად. TikTok-ის აღწერის ლიმიტი 500 სიმბოლოა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მოკლე ან გრძელ კუდიანი საკვანძო სიტყვები ყველაზე კარგად მუშაობს. შეეცადეთ მთავარი საკვანძო სიტყვა 1, მაქსიმუმ 4-5 სიტყვისგან შემდგარ წინადადებაში მოათავსოთ.
გარდა ამისა, განსაკუთრებული ეფექტისთვის, გირჩევთ აღწერა დაიწყოთ სწორედ საკვანძო სიტყვით.
ჰეშთეგები
ჰეშთეგები TikTok SEO-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ისევე როგორც Instagram SEO-ში, ჰეშთეგები TikTok-ის კონტენტისა და საძიებო სისტემების ოპტიმიზაციაში გვეხმარება.
სტრატეგიულად გამოიყენეთ 3-6 ჰეშთეგი – როგორც პოპულარული და ხშირად ნახვადი, ასევე ნაკლებად პოპულარული ჰეშთეგები, რომლებიც შეესაბამება თქვენს ნიშას.