Facebook გასაჩივრება: რა მოვიმოქმედოთ თუ პოსტი წაგვიშალეს?

Facebook გასაჩივრება – არსებობს გასაჩივრების რამდენიმე გზა იმ შემთვევაში, თუ Facebook-მა პოსტი წაგიშალათ და ფიქრობთ, რომ ის სტანდარტებს (Community Standards-ს) არ ეწინააღმდეგება. 

Facebook-ი მალავს ან შლის კონტენტს (მაგ: ფოტო, კომენტარი, პოსტი), რომელიც მის საზოგადოების სტანდარტებს (Community Standards) ეწინააღმდეგება.

საზოგადოების სტანდარტები განსაზღვრავს თუ რა არის და არ არის დაშვებული Facebook-ზე და ეს სტანდარტები ვრცელდება მსოფლიოს მასშტაბით. სტანდარტები დადგინდა იმისთვის, რომ Facebook-ზე უსაფრთხო გარემო შეიქმნას.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების სტანდარტების შექმნასა და მუშაობის პროცესზე ბევრი პროფესიონალი მუშაობს, Facebook-ი ზოგჯერ მაინც უშვებს შეცდომებს და ამას არც მალავს.

სწორედ ამიტომ, სოციალური ქსელი კონტენტის განხილვით რამდენიმე ვარიანტს გვთავაზობს. 

პირველი, არის Facebook Support-თან დაკავშირება. აუხსენით Support-ის წევრებს პრობლემის არსი და თუ ისინი შეცდომას ნამდვილად აღმოაჩენენ, უპრობლემოდ აგღიდგენენ კონტენტს.

როგორ მივწეროთ Support-ს:

  1. დააკლიკეთ Facebook-ის მარჯვენა კუთხეში მდებარე პროფილის ფოტოს
  2. აირჩიეთ Settings & Privacy, შემდეგ დააკლიკეთ Settings-ს.
  3. დააკლიკეთ Support Inbox-ს.
  4. გახსენით წაშლილ პოსტთან დაკავშირებით მიღებული შეტყობინება.
  5. თუ ხედავთ ამ ოფციას, აირჩიეთ Disagree with decision.

მას შემდეგ, რაც Facebook-ი გადახედავს კონტენტს, მიიღებთ შეტყობინებას, რომელიც გეტყვით ეთანხმება თუ არა სოციალური ქსელი თქვენს აზრს.

თუკი Facebook-ის მხრიდან შეცდომა ნამდვილად დაშვებულია, ის აღადგენს პოსტს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მაინც ვფიქრობთ რომ კონტენტი არ ეწინააღმდეგება საზოგადოების სტანდარტებს, გადავდივართ გასაჩივრების მეორე ეტაპზე.

Oversight Board | სამეთვალყურეო საბჭო

Facebook გასაჩივრება, მეორე ეტაპი: თუ თქვენ კვლავ არ ეთანხმებით Facebook-ის გადაწყვეტილებას, 15 დღის მანძილზე გექნებათ შესაძლებლობა მიმართოთ სამეთვალყურეო საბჭოს. 

რა არის სამეთვალყურეო საბჭო? Oversight Board არის Facebook-ისგან დამოუკიდებელი გუნდი, რომელიც თავად იღებს გადაწყვეტილებებს მაშინაც კი, როცა Meta მას არ ეთანხმება.

საბჭოს წევრები არიან ექსპერტები მთელი მსოფლიოდან, რომლებიც იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას კონტენტთან დაკავშირებით. Facebook-ი სამეთვალყურეო საბჭოს აწვდის გასაჩივრებულ ქეისს, რის შემდეგაც ის საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს. 

გასათვალისწინებელია, რომ საბჭო არ განიხილავს ყველა სახის კონტენტს და ირჩევს მხოლოდ დასაშვები აპელაციების გარკვეულ რაოდენობას, ამიტომ შესაძლოა თქვენი საჩივარი მათ ხელში არ მოხვდეს.

(Visited 297 times, 1 visits today)

Leave A Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *